суббота, 22 апреля 2017 г.

intel-ის ეს -პროექტების ტრენინგები დამეხმარება პროექტების და გაკვეთილების უფრო ეფექტურად მიზანდასახულად მომზადებასა და ჩატარებაში.მოსწავლეების მეტად დაინტერესებასა და ჩართულობაში.პროექტებით სწავლება ჩემი აზრით არის ბავშვებისთვის უფრო მეტად სანტერესო და მომხიბლავი.ასეთი სწავლების მეთოდით ჩვენ აუცილებლად გვეყოლება 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე აღზრდილი მოსწავლეები.

воскресенье, 9 апреля 2017 г.

ტრენინგი აღმოჩნდა ჩემთვის  ძალიან საინტერესო და პროდუქტიული . გავიგე თუ როგორ გახდნენ უნდა გახდნენ მოსწავლეები თვითრეგულირებადი.განვასხვავოთ მათი განსხვავებული საჭიროებები.ვისწავლე როგორ შევთავაზო შინაარსის მიწოდების განსხვავებული გზები.ეს ყველაფერი დამეხმარება გაკვეთილებისა და პროექტების უკეთ წარმართვაში.

суббота, 8 апреля 2017 г.

დღევანდელი ტრენინგი დამეხმარება ,თუ როგორ შევაფასო მოსწავლის სწავლა, როგორ ჩავრთოთ მოსწავლეები შეფასების პროცესში.ასევე დამეხმარება სწორად დავგეგმო, შევქმნა ჩეკლისტების რუბრიკები.გავიგე თუ რომელი ფორმა განუვითარებს მაღალ სააზროვნო უნარებს.გამოვავლენ სწავლის პროცესში სირთულეებს.

суббота, 1 апреля 2017 г.




მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები საშუალებას მომცემს სწორი ფოკუსირება მოვახდინო მოსწავლის საპროექტო ნაშრომებზე. რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება ნაშრომები მით უფრო მეტად განვითარდება მოსწავლის უნარები




დღევანდელ ტრენინგზე გავეცანით ერთმანეთის პროექტებს წყვილებში მივეცით ერთმანეთს უკუკავშირი ,მივეცით რეკომენდაციები და რჩევები. გავეცანით საავტორო უფლებებს ,მათი გამოყენებების საშუალებებს და შეზღუდვებს.

воскресенье, 26 марта 2017 г.

დღევანდელი მოსმენილი მასალა იყო ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტებით სწავლებაში, რაც ძალინ დამეხმარება ჩემი პროექტის თემის წარმატებით განხორციელძოდებაში.კერძოდ დაგეგმასა,შედგენასა და წარმართვაში.ამ მასალამ მიმახვედრა თუ რა არის მეთოდი და რა არის ინსტრუმენტი, რომელი გამოადგება ჩემს არჩეულ თემას, რასაც იმედია                      წარმატებით შევასრულებ. 

суббота, 25 марта 2017 г.

პროექტებს დიდი მნიშვნელობა აქვს სასწავლო პროცესისათვის. პროექტი დამეხმარება მოსწავლეების სასწავლო პროცესის პროგრესში, და მათი მოტივაციის ამაღლებაში. ავირჩიე თემა, განვსაზღვრე მიზნები, რომელიც გამომდინარეობს სტანდარტებიდან , მიზნების სწორ ფორმულირებას დიდი მნიშვნელობა აქვს პროექტის  შედეგიანად განხორციელებაში. დასახული მიზნები უნდა უვიტარებდეს 21-ე საუკუნის უნარებს. ვიმსჯელეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე. ამ კითხვების სწორი ფორმულირება დამეხმარება გავიგო მოსწავლეების არა მართო წინარე ცოდნა და მათი ზოგადი აზროვნება, არამედ ფაქტობრივი ცოდნა საპროექტო თემის საკითხებთან.